საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ კომიტეტები და ერთი დროებითი კომისია დაამტკიცა.
კომიტეტების წევრობის მსურველებმა, გთხოვთ, თქვენი მოკლე ბიოგრაფია და განაცხადის შევსებული ფორმა გამოგზავნოთ არაუგვიანეს 2018 წლის 25 იანვრის 16:00 საათისა ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@gba.ge.
* შეტყობინების საგნის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ იმ კომიტეტ(ებ)ის დასახელება, სადაც გსურთ გაწევრიანება.
**გაითვალისწინეთ, რომ დასაშვებია განაცხადი წარადგინოთ არაუმეტეს 3 კომიტეტის წევრობისათვის, სადაც თქვენი კანდიდატურა განიხილება განაცხადში მითითებული პრიორიტეტით/თანმიმდევრობით.